თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა 2023 წლის 24-25 მაისს გამართავს პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 აპრილამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი.
სამუშაო ენა: ქართული.
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს სტუდენტთა კონფერენციაში.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი